შეფასება უცხოურ ენაში
შეფასების კომპონენტები უცხოურ ენებში
საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტები
შეიძლება შეფასდეს შემდეგი ცოდნა და უნარ-ჩვევები
ენობრივი ცოდნა და უნარები
ლექსიკური ცოდნა
გრამატიკული ცოდნა
ლექსიკური და გრამატიკული უნარ-ჩვევები (ცოდნის კონტექსტში გამოყენება)
გამოთქმა
მართლწერა
კომუნიკაციური უნარები
კითხვა-გაგება
ხმამაღალი კითხვა
მოსმენა-გაგება
ზეპირი კომუნიკაცია (ინტერაქცია, გაბმული ლაპარაკი, ზეპირი გამოსვლები)
წერითი კომუნიკაცია
კულტურა
შესწავლილი საკითხების ცოდნა
კულტურული თავისებურებების ამოცნობა-გაანალიზება
სასიცოცხლო უნარ-ჩვევები
შემოქმედებითობა
თანამშრომლობა (მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან)
სასწავლო სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება (კითხვის, წერის, მოსმენისა და ზეპირმეტყველების)
სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით
სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის ხარისხი
უნარ-ჩვევები ფასდება შემდეგი დავალებებით
სხვადასხვა ტიპის გრამატიკული და ლექსიკური სავარჯიშოებით (სწორი ფორმის ამოცნობა, ფორმის/კონსტრუქციის ტრანსფორმირება ნიმუშის მიხედვით, კონტექსტის მიხედვით სწორი ფორმის წარმოება, შეცდომების ამოცნობა-გასწორება, სინონიმებისა და ანტონიმების დაკავშირება/მოფიქრება, ნაკლულ ტექსტში სიტყვების ჩასმა და სხვა);
სხვადასხვა ტიპის საკითხავი და მოსასმენი ამოცანის გადაჭრა (შემოხაზე სწორი ვარიანტი; მონიშნე, სწორია თუ არა; იპოვე სწორი თანამიმდევრობა, ამოიცანი უცნობი სიტყვები კონტექსტის მიხედვით, შეაფასე შენი მეწყვილის/საკუთარი ნაწერი, შეაფასე გამომსვლელები და სხვა);
სხვადასხვა ტიპის ზეპირი აქტივობის შესრულება დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად თუ ჯგუფურად (გაინაწილეთ როლები და გაითამაშეთ მეწყვილესთან ერთად, ჩამოართვი ინტერვიუ თანაკლასელს, წარმოადგინე კლასის წინაშე შენი ჯგუფის ნამუშევარი, გადმოეცი შენი მოსაზრება და დაასაბუთე, იმსჯელე, დაახასიათე, მოყევი და სხვა);
სხვადასხვა ტიპის ტექსტის შექმნა დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად თუ ჯგუფურად (მისწერეთ წერილი მეგობარს ზაფხულის არდადეგების შესახებ, მოამზადეთ ჯგუფურად სტატია ცნობილი მსახიობის შესახებ, შეადგინეთ ბიოგრაფიული ცნობარი, დაასრულეთ ამბავი, დაიყავით ჯგუფებად და შეადგინეთ კინორეკლამა/ტურისტული გზამკვლევი; დაწერეთ, თქვენი მოსაზრება ამ საკითხის შესახებ, დაასაბუთეთ და სხვა);
პროექტის განხორციელება.
შენიშვნა: დაწყებით კლასებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შემდეგ უნარ-ჩვევებს:
ხმამაღალი კითხვა
ჩუმი კითხვა (მარტივი საკითხავი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრა);
გამოწერა
გადაწერა
კარნახით წერა
შემაჯამებელი დავალებების კომპონენტი
შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების შედეგს. ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს უცხოური ენების სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები უნდა ამოწმებდეს უცხოური ენების სტანდარტებით განსაზღვრულ შედეგებს.
შემაჯამებელ დავალებათა ტიპები
სტანდარტის მოთხოვნათა დასაფარად, რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალფეროვანი ფორმების გამოყენება. უცხოური ენების შემაჯამებელ დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს:
მოსმენილი ან ზეპირი ტექსტის გაგება - გააზრება
სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა სახის ტექსტების შედგენა
როლურ თამაშებში, სიმულაციურ სიტუაციებში მონაწილეობა
ინტერაქცია კონკრეტული საკითხის/თემის ირგვლივ
საუბარი კონკრეტული თემის/საკითხის შესახებ
ზეპირი მოხსენება
განხორციელებული პროექტი
და სხვა
მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები
დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს თავისი შეფასების ზოგადი რუბრიკა (თუ რეცეფციული (კითხვა, მოსმენა) დავალებაა, მაშინ შეფასების სქემა უნდა ახლდეს თითოეულ ტესტურ კითხვას);
ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;
10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე;
მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შემოწმებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.
ზოგადი რუბრიკის ნიმუში:
შეფასების ზოგადი რუბრიკა წერითი და ზეპირი შემაჯამებელი დავალებებისათვის
} პირობასთან შესაბამისობა
} კომუნიკაციური უნარ-ჩვევები
} ენობრივი უნარ-ჩვევები
} შემოქმედებითი უნარ-ჩვევები
კონკრეტული რუბრიკების ნიმუშები
ნიმუში 1. შემაჯამებელი დავალება ზეპირმეტყველებაში
დავალების პირობა: მოცემულ სურათზე დაყრდნობით შეადგინე და მოყევი ამბავი - რა ხდებოდა სურათის გადაღებამდე ორი-სამი საათით ადრე და რა მოხდა შემდეგ. დააზუსტე პერსონაჟთა ვინაობა, დაახასიათე ისინი, გადმოეცი ამბები, მიუთითე მოქმედებათა თანამიმდევრობა, დრო და ადგილი. საუბრის მინიმალური დრო - 2 წუთი
წყარო
წყარო
ზეპირი და კითხვითი საკლასო აქტივობები
ფასდება შემდეგი უნარები:
მოსმენის უნარ-ჩვევა (იხ. ესგ-ის სტანდარტი მოსმენა )
კითხვის უნარ-ჩვევა (იხ. ესგ-ის სტანდარტი კითხვა )
ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევა (იხ. ესგ-ის სტანდარტი ლაპარაკი)
გამოთქმა
გრამატიკული და ლექსიკური ცოდნა
თვითშეფასება , თანაშეფასება და სხვა.
უნარები ფასდება შემდეგი აქტივობებით:
უცნობი სიტყვების ამოცნობა კონტექსტის მიხედვით
მოსმენილი ან წაკითხული ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე სწორი პასუხის შემოხაზვით
ტექსტზე მუშაობა ლექსიკონის დახმარებით
არეული აბზაცები/დიალოგის დალაგება
ტექსტის/აბზაცის დასათაურება
არეულად მოცემული სიტყვების ნაკლულ ტექსტში ჩასმა
სიმულაციური სიტუაციის გათამაშება
კითხვების დასმა
პასუხების გაცემა
ამბის მოყოლა
გრამატიკული კონსტრუქციების და ფორმების ამოცნობა
სინონიმური/ანტონიმური წყვილების დაკავშირება
მცდარი გრამატიკული ფორმების ამოცნობა
თვითშეფასების სქემების შევსება და სხვა მრავალი.
საკლასო წერის აქტივობები
ფასდება შემდეგი უნარები:
წერითი მეტყველების უნარ-ჩვევა (იხ. ესგ-ის სტანდარტი წერა )
გრამატიკული, ლექსიკური და ორთოგრაფიული უნარ-ჩვევა
თვითშეფასება, თანაშეფასება
უნარები ფასდება შემდეგი აქტივობებით:
სხვადასხვა ტიპის ტექსტის შეფგენა (მისალოცი ბარათი, მოსაწვევი, კულინარული რეცეპტი, მოგონება,..)
პროექტის შექმნა (მაგ. სარეკლამო აფიშა)
წინანდადებაში/ტექსტში მეტყველების ნაწილის შესაბამისი ფორმით ჩასმა, წინადადებების/ტექსტების ტრასფორმირება (მაგ. აწმყოდან - მომავალში, მამრობითიდან - მდედრობითში, მხოლობითდან - მრავლობითში,თხრობითი კილოდან - ბრძანებითში,.. ), ნაკლულ ტექსტში წინდებულების ჩასმა
სიტყვების წარმოება პრეფიქს/სუფიქსებით
წინადადების დასრულება, კითხვებზე პასუხის გაცემა
პასუხების მიხედვით კითხვების დასმა და სხვა მრავალი.
საშინაო დავალება
ფასდება შემდეგი უნარებით:
შესრულებული დავალების ხარისხი
დავალებათა შესრულების სისტემურობა
შეფასების რუბრიკის დანიშნულება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებით კლასებში
თანამედროვე ეტაპზე ეფექტური და წარმატებული სწავლების მისაღწევად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, რაშიც ძალზედ დიდ როლს ასრულებს მოსწავლეთა ობიექტური შეფასება, შეფასების მრავალმხრივი მიდგომა, შეფასების რუბრიკების გამოყენება მუშაობის პროცესში.
დღესდღეობით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება - განმსაზღვრელიდა განმავითარებელი. განმსაზღვრელი შეფასება სწავლის ხარისხს აკონტროლებს და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებით მოსწავლის მიღწევის დონეს ადგენს; განმსაზღვრელ შეფასებაში ქულა იწერება. განმავითარებელი შეფასება თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას აკონტროლებს და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
მოსწავლეთა სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულებისა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის, სასურველია, უმცროსკლასელები გაკვეთილებზე ყოველდღიურად შევაფასოთ; ამისათვის გამოვიყენოთ წინასწარ მომზადებული შეფასების რუბრიკები. სქემებში საგნობრივი სტანდარტის მიხედვით განვსაზღვროთ ინდიკატორები, შეფასების კრიტერიუმებში მივუთითოთ კომპეტენციის დონეები-მაგალითად, მაღალი, საშუალო, დაბალი. მაღალი შეფასება, ასევე, შეგვიძლია გამოვხატოთ ღიმილების, ყვავილების, ვარსკვლავების და სხვა ნიშნების მინიჭებით, რასაც წარმატებით ვიყენებთ კიდეც სწავლების პროცესში.
ЦЕЛЬ ОЦЕНКИ РУБРИКИ В НАЧАЛЬНЫХ КЛАССАХ ОБЩЕОБРАЗОВАТЕЛЬНЫХ ШКОЛ
На сегодняшний день важно повысить мотивацию учащихся для достижения эффективной и успешной преподавательской деятельности. Объективная оценка учеников, комплексный подход к оценке используя рубрики, играет большую роль в этом процессе.
В настоящее время два типа оценки используются в государственных школах – определительная иразвивающая. Определяющая оценка контролирует качество обучения и определяет достижение учеником в соответствии с целями, определяемых национальной учебной программы. Развивающаяоценка контролирует динамику развития каждого ученика и способствует улучшению качества обучения.
Оценка учащихся начальных классов на ежедневной основе, желательно для положительного отношения к обучению и повышения их мотивации; мы можем использовать заранее подготовленные рубрики оценки для того, чтобы сделать это. Мы должны определить показатели в схеме в соответствии с стандартом предмета, указать уровни компетентности в критериях, например,высокий, средний, низкий. Мы можем выразить высокую оценку: улыбками, цветами, звездами и любыми другими знаками, которые успешно используются в учебном процессе.
Комментариев нет:
Отправить комментарий